logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქო და დაუფასოებელი თუთუნი გამოავლინეს
- +

24 ივლისი. 2020. 13:52

 

18-24 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონლის (ჯამში 2 904 კოლოფი, 240 ღერი უაქციზო სიგარეტი და 151,4 კგ უაქციზო და დაუფასოებელი თუთუნი) შენახვის ფაქტები გამოვლინდა, აქედან ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner