„ალიას" ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ვა, გვარამიამ ჯანყი გამოაცხადა? როდის იწყებს და საიდან? მცხეთის ყურეში კრეისერი „გაბუნია" უკვე შემოვიდა? ვაზიანში ბომბდამშენი „უდუმა" დაჯდა? მთავარსარდალი გივია ისევ გახეთქილი მთვრალი ხომ არ გდია რომელიმე სარდაფში?! აი, ხომ ხედავთ, უცებ რამდენი შეკითხვა გაჩნდა? ბოლობოლო, ის მაინც გამაგებინეთ, აჯანყებულები მთაწმინდიდან უნდა გამოქანდნენ თუ გომბორიდან?!" - წერს ჟურნალისტი.