logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: აფხაზეთის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში ყვავის ჰომოსექსუალიზმი
- +

23 ივნისი. 2016. 13:19


„ეროვნულების" ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, აფხაზეთის ტელევიზია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ინტენსიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საქართველოში ყვავის ჰომოსექსუალიზმი და უახლოეს მომავალში დააკანონებენ ერთნაირი სქესის ადამიანთა ქორწინებას.


საქართველოში ახალგაზრდობას თავს ახვევენ ჰომოსექსუალიზმს. უახლოეს ხანში დააკანონებენ მამაკაცებს შორის ქორწინებას.კიდევ კარგი, გავთავისუფლდით ქართველებისგან", -აცხადებენ აფხაზეთის ტელევიზიით. ყოველივე კიდევ უფრო ნათლად ადასტურებს, რომ აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება, რომელიც აკრძალავს ერთი სქესის ადამიანთა ქორწინებას. სანამ საქართველოში ბატონობს ე.წ. ლიბერასტთა კლანი, მანამდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია. მთელ მსოფლიოს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს უნდა დავანახოთ, რომ ქართველი ერი არასოდეს შეეგუება გარყვნილობის დაკანონებას", - განუცხადა „რეპორტიორს" ბრეგაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner