logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ის რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიებში ხდება, ოპოზიციის სასოწარკვეთილების შედეგია
- +

24 ივლისი. 2020. 22:10

 

 

 

„თქვენ გახსოვთ თავის დროზე გვარამაიას „რუსთავი2“ რა იყო და ამის კოდევ უფრო გაუარესება თუ შეიძლებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. იყო აბსოლუტურად მწყობრში მოყვანილი სიცრუის მანქანა, ტოტალური სიცრუის მანქანა, ე.წ. ბრეინვოშინგის - ტვინის გამორეცხვის მანქანა. ამის გაუარესებაც კი შეიძლებოდა თურმე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.

 

„დღეს რაც ხდება, ამ საკაბელო ტელევიზიებში, რომლების არის „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრებაში, ეს არის ყველა ზღვარს გადაცილებული. ამის მიზეზი არის სასოწარკვეთილი მდგომარეობა, რომელშიც ისინი არიან. შარშან იყო რაღაც რთული პროცესები და მათ იმედი გაუჩნდათ. პარლამენტში შესვლა სცადეს, გადატრიალება სცადეს, ამან რაღაც ეიფორიის განწყობა შექმნა ოპოზიციაში. შემდეგ დაეშვნენ დაბლა. საპნის ბუშტივით სკდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner