logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ჰქონდა მცდელობა, ქვეყნის იმიჯისთვის ამერიკაში ზიანი მიეყენებინათ
- +

24 ივლისი. 2020. 22:42

 

 

 

„იყო რაღაც მცდელობები, ლობისტების ჩართვა და ა.შ., რომ მაქსიმალურად დაეზიანებინათ იმიჯი. აქ ხომ არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ იმიჯზე საუბარი. მცდელობები ჰქონდათ, რომ რუსეთთან კავშირი გაეტანათ. თითქოს ხელისუფლება არის რუსეთთან კავშირში და შენ ცდილობ ამის გატანას, ეს ხომ საბოლოოდ ხომ ქვეყნის იმიჯზეც აისახება, - ტვინის გამორეცხვის მანქანა. ამის გაუარესებაც კი შეიძლებოდა თურმე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა,  ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2“ - ის ეთერში ისაუბრა.

 

„აქაც მათ ჰქონდათ სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ რამენაირად ქვეყნის იმიჯისთვის ამერიკაში მიეყენებინათ ზიანი. აქაც წარუმატებელი აღმოჩნდა მათი მცდელობა იქედან გამომდინარე, რომ რასაც არ აქვს საფუძველი ვერ გაიტანენ. მუდმივად იქნება ასეთი მცდელობები. შეიძლება ფული ბევრი დახარჯონ და ბევრ ფულსაც ხარჯავენ, ეს კონტრაქტებია რის აბსოლუტურად ღია, მაგრამს სადაც სიმართლე არ არის, ვერ გაიტანენ. ამის საპირისპიროდ მაღალ დონეზე კეთდება განცხადებები ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, პომპეოს განცხადება, მისი მოადგილის განცხადება, ელჩის განცხადება, სადაც საუბარია, რომ არასოდეს ყოფილა აშშ-სა საქართველოს ურთიერთობა ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი, როგორიც არის დღეს. ეს ხომ ყველაფერ ნთელჰყოფს,. რა უნდა დახარჯო იმდენი, რომ ამის საპირისპირო ან მეტ-ნაკლებად განსხვავებული შედეგი მიიღო. გამორიცხულია, რადგან სიმართლე სხვაგან არის და ეს სიმართლე იცის ქართულმა საზოგადოებამ, ასევე ეს სიმართლე იციან ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner