logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: სააკაშვილისა და ადეიშვილის საუბარი არსენ ავაქოვმა ჩაწერა!
- +

25 ივლისი. 2020. 02:59

 

 

 

 

„როგორც ჩემმა უკრაინელმა კოლეგებმა მითხრეს, სააკაშვილისა და ადეიშვილი საუბარი გაცილებით ვრცელია და სხვა საინტერესო თემებსაც ეხება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტან მაისაიამ, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.

 

 

ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბარი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენა ავაქოვმა ჩაწერა.

 

გიორგი გაბუნიამ არ იცოდა, რას უპირებდნენ! როგორც ჩანს, სააკაშვილისა და კრემლის მიერ დაგეგმილი ამ სპეცოპერაციის შესახებ სააკაშვილის დაუძინებელი მტერი, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი არსენ ავაქოვი ინფორმაციას ფლობდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ სააკაშვილისა და ადეიშვილის საუბარი, ჩემი ინფორმაციით, სწორედ არსენ ავაქოვმა ჩაწერა. ჩანაწერის სანდოობა იმდენად მაღალია, მისი გასაჯაროების შემდეგ სააკაშვილი და ადეიშვილი საერთოდ დაიკარგნენ და ხმას ვერ იღებენ! თუმცა, სააკაშვილის გაყუჩებას სხვა მიზეზიც აქვს...

 

როგორც ჩემმა უკრაინელმა კოლეგებმა მითხრეს, სააკაშვილისა და ადეიშვილის საუბარი გაცილებით ვრცელია და სხვა საინტერესო თემებსაც ეხება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ 2017 წელს დონბასელი სეპარატისტების ერთ-ერთმა მთავარმა დამფინანსებელმა და სანკტ-პეტერბურგის კლანის წევრმა სერგეი კურჩენკომ სააკაშვილიდაავერბოვკა“. მისმა კურიერებმა ქალაქ ხარკოვში სააკაშვილის კურიერს სარდიონ სირბილაძეს გადასცეს მილიონნახევარი ამერიკული დოლარი, სანაცვლოდ სააკაშვილს პოროშენკოს წინააღმდეგ უკრაინაში უნდა დაეწყო აქციები. სააკაშვილმა ამ ფულიდან 500 ათასი დოლარი აიღო, ხოლო მილიონი დოლარის გადაცემის დროს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კურჩენკოსა და სააკაშვილის კურიერები, მათ შორის სარდიონ სირბილაძე დააკავა. მაშინ უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ ბანდფორმირების შექმნის ბრალდებით აღძრა საქმე, რის სანაცვლოდაც მან კურჩენკოსთვის მიცემული პირობის შესრულება დაიწყო და როგორც რუსეთის აგენტმა, მთელი ოთხის თვის განმავლობაში, ხრეშატიკი და კიევის ცენტრი გადაკეტა. ამ აქციებმა პოროშენკოს ხელისუფლება საგრძნობლად დაასუსტა. ეს იყო რუსულიგრუ“- გეგმა, რომელიც ჩუბაისის, ევტუშენკოვის, ფრიდმანისა და კურჩენკოს ხელისბიჭმა სააკაშვილმა ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ბრწყინალედ შეუსრულა!“ - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner