logo_geo
eng_logo
ბრაზილიაში კორონავირუსის 55 891 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 156 ადამიანი გარდაიცვალა
- +

25 ივლისი. 2020. 11:14

 

 

ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 55 891 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 343 366-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში COVID-19-ს კიდევ 1 156 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 85 238-ს მიაღწია.

 

ცნობისათვის, გასული შვიდი დღის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 300 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner