ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 55 891 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 343 366-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში COVID-19-ს კიდევ 1 156 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 85 238-ს მიაღწია.
ცნობისათვის, გასული შვიდი დღის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 300 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.