logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ წარმატების თვალსაჩინო მაგალითად სიღარიბის მაჩვენებლის 10%-ით შემცირებას ასახელებს
- +

25 ივლისი. 2020. 13:12

 

 

„როცა წინა ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში,  2004 წელს, სიღარიბის მაჩვენებელი იყო 34%. მათ შეამცირეს ეს მაჩვენებელი 30%-მდე 9 წლის მმართველობის განმავლობაში. მათ მემკვიდრეობით დაგვიტოვეს 1 150 000 ადამიანი, რომელიც იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა“, - განაცხადა  „რუსთავი2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ. 

 

მისი თქმით,  საქსტატის და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 19, 5 %-ზე ანუ 730 000-ზე (2019 წლის მონაცემებით).

 

„წარმოიდგინეთ, მათ 4 %-ით შეამცირეს სიღარიბე. თან რაც უფრო მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი, მაღალი ტემპის დაჭერა უფრო მარტივია. ჩვენ კი 30%-დან ჩამოვიყვანეთ 19,5 %-მდე“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ მოახერხებს ამ მაჩვენებლის შემცირებას 10 %-მდე შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ამ შემთხვევაში, ყველამ უნდა აღიაროს, რომ „ქართული ოცნება“ არის  უკიდურესად წარმატებული.

 

„რადგან ეს ეკონომიკური მარტივი გათვლებია, საიდან სადამდეა შესაძლებელი, ოპტიმალურ პირობებში, სიღარიბის შემცირება. სიღარიბის სტატიკური მაჩვენებლით  ვერ შეფასდება ვინმეს წარმატება ან წარუმატებლობა. ჩვენ  რომ 30%-დან ჩამოვედით 19, 5%-მდე , სწორედ ეს არის წარმატების მაგალითი და არა ის, თუ რა არის სტატიკური ციფრები სიღარიბის კუთხით“, - განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას არ მოქმედებდა ისეთი სოციალური პროგრამები, რომელიც შეამსუბუქებდა მოსახლეობის მდგომარეობას.  არ არსებობდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ადამიანები  იღუპებდონენ იმის გამო, რომ ოპერაცია არ უფინანსდებოდათ.

 

„დღეს არის სხვადასხვა მიმართულებით კონკრეტული პროგრამები. მოიხსნა გადასახადი სრულად საბავშვო ბაღებში, არის უფასო სახელმძღვანელოები და ა.შ. სოციალური მიმართულებით 2012 წლიდან სოციალური ბიუჯეტი გაორმაგებული და კიდევ უფრო მეტად გაზრდილია, რაც თანდათანობით ამსუბუქებს ამ ადამიანების მდგომარეობას. წინა ხელისუფლებამ სიღარიბის მაჩვენებლის 34-დან 30-%-მდე ჩამოყვანა მოახერხა რეგიონში არსებული ეკონომიკური ბუმის პირობებში. 2012 წლიდან მოყოლებული რეგიონში არის ზოგადად უარყოფითი ტენდენცია და ამ პირობებშიც კი შევძელით ჩვენ 10%-ზე მეტით სიღარიბის შემცირება, მაგრამ განულებას, ბუნებრივია, დასჭირდება წლები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner