25 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული საქონლის ქვეყნისსაზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ბ.ჯ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის ფიზიკურიდათვალიერების შედეგად, 7 324,37 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ვერცხლის(3,300 კგ.) ნაკეთობები გამოავლინეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.