სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 80-მდე მაშველთან ერთად სამძებრო სამუშოებში ჩართულია დრონი და ვერტმფრენი.
მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენი დილიდან განაახლებს მუშაობას.
შეგახსენებთ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 13 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა.