logo_geo
eng_logo
მთავრობა ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს შექმნის შესახებ მსჯელობს
- +

23 ივნისი. 2016. 13:38


მთავრობა ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მსჯელობს.


პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი ქვეყნის პრომოციას როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით და არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.



ამ პროცესის კიდევ უფრო დახვეწის და კერძო სექტორის ჩართულობის მიზნით, იქმნება საბჭო, რომელშიც შევლენ როგორც მთავრობის, ასევე ბიზნესის, მსხვილი ტურისტული კომპანიების, სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები. სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენის პროცესის პარალელურად, მათთან ერთად მოხდება მომავალი წლის კალენდრის და დასაფინანსებელი ღონისძიებების პრიორიტეტების განსაზღვრა. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, ამ საბჭომ იმუშაოს ეფექტური ინსტიტუციური მექანიზმების შექმნის მიმართულებით. სავარაუდოდ, შეიქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც არ უნდა იყოს მომგებიანი ორგანიზაცია, სადაც სახელმწიფო კერძო სექტორის თანამონაწილეობით განახორციელებს ასეთი ტიპის პროექტებს. ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდნენ როგორც სასტუმროების ქსელეების მეპატრონეებმა, ასევე ტურისტებმა, რა კალენდარი იქნება და ტურიზმის ადმინისტრაციამაც დაგეგმოს აქტივობები", - განაცხადა პრემიერმა.



პრემიერის თქმით, წელს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა და კიდევ განხორციელდება.



ზაფხულის განმავლობაში გათვალისწინებულია ძალიან კარგი პროგრამა. თუმცა, ასევე გამოიკვეთა ხარვეზები და ვფიქრობ, მთელი ამ პროცესის დახვეწისთვის კარგი იქნება, კერძო სექტორის ჩართულობა სახელმწიფოსთან ერთად იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner