logo_geo
eng_logo
„მეცხრამეტე 26 ივლისი“ - გიორგი სანაიას მკვლელობიდან 19 წელი გავიდა....
- +

26 ივლისი. 2020. 00:28

 

 

მეცხრამეტე 26 ივლისი - ჟურნალისტ გიორგი სანას ძმა, ვახო სანაია საზოგადოებისგან უკვე მეცხრამეტე წელია სამძიმარს იღებს. 

 

 

გიორგი სანაიას იხსენებს პროდიუსერი ბესო ჩუბინიძე და უნიკალურ ფოტოებს აქვეყნებს.

 

დღის ბოლოს მაინც (!) უნდა (!) დავწერო... იმიტომ, რომ მძიმე თემაა ჩემთის.... გიორგი სანაიას მკვლელობიდან 19 წელი გავიდა, 19 წლის უკან უკანასკნელი ინტერვიუ გიოსგან ჩვენ გვქონდა ჟურნალ "ვარსკვლავებს" 2001 წლის 26 ივლისის ნომერში ყდის სტუმარი იყო... ლელა ყავდა ატაცებული ხელში წურწუმია.

 

ამ ფოტოებს, რომ ვუღებდი წინა დღეს კლუბ "16 რაუნდში" ვიყავით, იქ რაღაც მორიგ ფართიზე ვერთობოდით... გიომაც კაი აღლარჯვა იცოდა ხოლმე 1-2 ჭიქას, რომ გადავკრავდით - ლელა კინაღამ ხელიდან გაუვარდა და მაიცა... ისტორიას უნდა შემოვუნახო-თქო და.... (ამ წამს ვერ ვპოულობ ჟურნალის ამ ნომერს)

 

ერთი თაობის ჟურნალისტები ვიყავით... ის "7 დღიდან" მე ჩემი გაზეთ "კოქტეილიდან" ჩვენ ერთად ვქმნიდით თავისუფალი ქართული ჟურნალისტიკის პირველ სამოსელს... მას არ დასცალდა, მე არ მაცალეს... მე ძალიან კარგად ვიცნობდი გიორგი სანაიას და სამწუხაროა, რომ ეს ი 19 წელია დააკლდა ქართულ ჟურნალისტურ სამყაროს!.....“- წერს ბესო ჩუბინიძე.

 

 

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის სახე და ცნობილი ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner