ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა.
საოკუპაციო რეჟიმის სპეციალური შტაბის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ოთხ დღეში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში კი აღნიშნული მაჩვენებელი 55-ს შეადგენს.
ინფიცირებულთაგან 17 გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, 37 გამოჯანმრთელდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა.