საერთაშორისო დამკვირვებლებს წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებზე შეფერხების გარეშე დაკვირვების შესაძლებლობა ექნებათ. განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა“.
„საქმიანი ვიზიტით ჩამოსული ჩვენი სტუმრები, დამკვირვებლები თუ დიპლომატები შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას სპეციალური უსაფრთხოების ზომებით. მათ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებზე შეფერხების გარეშე დაკვირვების შესაძლებლობა ექნებათ.
ამისთვის ხელისუფლება მზად არის, პირიქით, ჩვენი მოტივაციაა ამ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი და რაც შეიძლება მეტი ლეგიტიმაცია, რადგან ამ არჩევნებს „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება განიხილავს არამხოლოდ შესაძლებლობად რომ განვამტკიცოთ ნდობა მოქალაქეებთან და მომავალშიც მივიღოთ მანდატი, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ვაჩვენოთ ჩვენს მოქალაქეებს და პარტნიორებს, რომ საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და ახალი სისტემა, რომელიც მივიღეთ, არის ეფექტური“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.