logo_geo
eng_logo
უცნობია, მისცემს თუ არა ჩვენებას ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული დავით გერლიანი
- +

23 ივნისი. 2016. 13:57


ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა ჩვენებას ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული დავით გერლიანი.



ბრალდებულის ადვოკატმა თამარ აბესაძე ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დავით გერლიანს ბრალს წაუყენებენ.



მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, ბრალდების მხარისთვის გვეთქვა, რომ დავით გერლიანი პოლიტიკური პარტიების თამაშების მსხვერპლია, მიგვაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო, მისთვის ბრალი არ წაეყენებინათ, რადგან დავით გერლიანი უკვე პოლიტიკურად დევნილია, უკრაინის სახელმწიფო დევნის. საქართველოში შემოვიდა მისი ნების საწინააღმდეგოდ და აქაც ფაქტიურად დევნიაშია. მიგვაჩნია, რომ ბრალი არ უნდა წაეყენებინათ, მაგრამ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდების მხარე დღეს მას ბრალს წაუყენებსკანონიერი ქურდობის" ბრალდებით, ასევე საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობისათვის. რა პოზიციას აირჩევს ბრალდებული, ჩემთვის ახლა გახდება ცნობილი. ჩვენებას მისცემს თუ არა, ამაზეც ჩამოვყალიბდებით. უბრალოდ, სულმოუთქმელად ველოდებით მასალებს", - განაცხადა თამარ აბესაძემ.



ადვოკატის განცხადებით, თავად დაკავებული „ქურდული სამყაროს" წევრობას უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინიდან მისი საქართველოში გამოგზავნა „ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმული სცენარით მოხდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner