,,ოქრუაშვილი საზოგადოებისათვის საშიში პიროვნებაა, ციხეში უნდა შეაბრუნონ!“ - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ოქრუაშვილი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის.
„ოქრუაშვილს არც პატიება უთხოვია და არც მადლობა უთქვამს იმისათვის, რომ საქართველოში მის დაბრუნებას დავთანხმდი. დიას, 2012 წლის ბოლოს, როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, ოქრუაშვილმა განცხადებით მიმართა პოლიტპატიმრების აღიარების კომისიას, რომლის წევრი მეც გახლდით. იგი ითხოვდა, საქართველოში ჩამოსვლის საშუალება მიეცათ, რისთვისაც ჩემი თანხმობა იყო საჭირო და დავთანხმდი კიდეც, რადგან იმედი მქონდა, რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე სიმართლეს იტყოდა, მაგრამ მწარედ შევცდი.
პირდაპირ ვაცხადებ: ოქრუაშვილი საზოგადოებისათვის საშიში პიროვნებაა და დიახაც, ციხეში უნდა შეაბრუნონ! მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ბუტას მკვლელობის საქმეზე! ველოდები სამართლიანობის აღდგენას!“ - განაცხადა ია მეტრეველმა.