logo_geo
eng_logo
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში რიგით 63-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა
- +

26 ივლისი. 2020. 20:50

 

 

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში რიგით 63-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 721 ბავშვი გახდა.

 

ნათლობის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველო კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია II შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ნათლულები დალოცა.

 

დღეს ვულოცავ ჩემს ნათლულებს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები, თქვენი მშობლები, და - ძმები, სრულიდ საქართველო. კურთხეულ არს მომავალი სახელი უფლისათა, ღმერთი იყოს მფარველი თქვენი და საქართველოსი. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა პატრიარქმა.

 

ამჟამად ილია მეორეს 40 879 ნათლული ჰყავს. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner