სამების საკათედრო ტაძრის ეზოში რიგით 63-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 721 ბავშვი გახდა.
ნათლობის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველო კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია II შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ნათლულები დალოცა.
„დღეს ვულოცავ ჩემს ნათლულებს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები, თქვენი მშობლები, და - ძმები, სრულიდ საქართველო. კურთხეულ არს მომავალი სახელი უფლისათა, ღმერთი იყოს მფარველი თქვენი და საქართველოსი. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა პატრიარქმა.
ამჟამად ილია მეორეს 40 879 ნათლული ჰყავს. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.