logo_geo
eng_logo
თამარ ბაჩალიაშვილის დედა: ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ
- +

26 ივლისი. 2020. 21:56

 

 

 

 

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით მისი შვილი თავს არ მოიკლავდა, რადგან თამარს უამრავი სამომავლო გეგმები ჰქონდა და ოჯახთან ერთად განიხილავდა მის გეგმებს.

 

თეონა თამაზაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, თუმცა ფაქტები ჯერჯერობით არ არსებობს.

 

„ჩემ შვილს იმხელა ამბიციური გეგმები ჰქონდა, რომ თავს არ მოიკლავდა. თვითმკვლელობამდე მიყვანას არ გამოვრიცხავ!

 

ისე იყო ხოლმე მოწყენილი... სულ ჩაჰკირკიტებდა რაღაცას. ბოლო ერთი თვის მანძლზე. ფაქტია, რომ რაღაცა კომპიუტერულ ამბავს უკავშირდება. ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ. თავის კომპიუტერს სახლში არ ტოვებდა. რომ ვნახე, რომ დატოვა სახლში, არ მესიამოვნა.

მეგონა დროებით იყო გასული და სანამ ტრენინგიდან მოვიდოდი სახლში დამხვდებოდა.“- აცხადებს თეონა თამაზაშვილი ჟურნალიტთან საუბარში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner