logo_geo
eng_logo
პროკურატურამ სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- +

27 ივლისი. 2020. 10:30

 

 

პროკურატურამ სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

 

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და  ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner