-
+
27 ივლისი. 2020. 12:09
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 5 635 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 818 120-ს შეადგენს.
ინფიცირებულებიდან სულ გამოჯანმრთელდა 603 329 პაციენტი, მათგან 3 079 ბოლო 24 საათში. ასევე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც - 85 ინფიცირებული გარდაიცვალა. რუსეთში სულ COVID-19-ს 13 354 ადამიანი ემსხვერპლა.