logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე თამარ სანიკიძეს: გვიპასუხეთ!
- +

16 თებერვალი. 2016. 15:03



ქალბატონო მინისტრო, თქვენ როგორ მიგაჩნიათ, მამათმავლობა გარყვნილებაა, სიბილწეა, უზნეობაა თუ ბუნებრივი ნორმა?" - აღნიშნული კითხვით მიმართავს პეტიციის „არა ახალ საგანს სკოლებში" ავტორი გურამ ფალავანდიშვილი განთლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს. ამის შესახებ ფალავანდიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია:

 

„რამდენიმე სიტყვით ვიტყვი, რის სწავლებას აპირებენ ბავშვებისთვის, „კომპასიტოში" ეწერა - „დაუკავშირდით თქვენს ქვეყანაში არსებულ ჰომოსექსუალისტების და ლესბოსელების საზოგადოებას, მათ შესახებ მოიპოვეთ ინფორმაცია, მოიწვიეთ მათი წარმომადგენელი სასაუბრო ჯგუფთან". ბავშვებს ასევე ზღაპრების პერსონაჟებისთვის სქესი უნდა შეეცვალათ და ისინი განესახიერებინათ. ბავშვს შეიძლება აუხსნა, რომ არსებობენ ტრანსგენდერები, მაგრამ მეორე თემაა, რომ ამის გასათავისებლად როლურ თამაშებს ათამაშებენ.

 

ვეკითხები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს: ქალბატონო მინისტრო, თვქენ როგორ მიგაჩნიათ, მამათმავლობა გარყვნილებაა, სიბილწეა უზნეობაა თუ ბუნებრივი ნორმა? მაქვს ეჭვი, რომ თუ გვიპასუხა, რომ ეს გარყვნილებაა, მაშინვე მოხსნიან თანამდებობიდან", - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.


მასწავლებლებისთვის შექმნილ სტანდარტზე საუბრობს მეუფე იოანე გამრეკელიც და აცხადებს, რომ გასულ წელს მაია მიმინოშვილმა რეგიონებში პედაგოგთა გარკვეული ჯგუფი არატრადიციული მოძღვრების შესახებ გადაამზადა.


„ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეთანხმება ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციას. არასდროს, არცერთ ქრისტიანულ ქვეყანაში ტრადიციულ ღირებულებად არ ყოფილა ერთსქესიანთა ქორწიება და არატრადიციული ურთიერთობების დაკანონება. კერძო შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ დაკანონება - არა.

 

შემოდგომაზე რაიონებში შეკრიბეს პედაგოგები და იყო მცდელობა მათი დატრენინგების სწორედ ამ სამოქალაქო განათლების მომავალი პროგრამის მიხედვით. აღნიშნული ტრენინგი ჩაატარა სამოქალაქო განათლების ფორუმმა, სამინისტროსთან ერთად. მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეს საპატრიარქოს წერილით, რომ მონაწილეობა მიგვეღო ამ ყველაფერში. ერთი მხრივ, ამტკიცებენ, რომ რელიგიის და რწმენის შესახებ სწავლება გაჭირდება, რადგან პედაგოგები არ არიან მომზადებულები. ხოლო ამ ფონზე, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას უფლებას აძლევენ, პედაგოგები გადაამზადონ არატრადიციული მოძღვრებების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ეს არის დიდი დანაშაული", - განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.


როგორც უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, ის ინტერესდება, ამ დრომდე რატომ ვერ უზრუნველყო პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა აღნიშნული საკითხის საჯარო განხილვა.


„მაინტერესებს, რატომ ვერ უზრუნველყო საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, აღნიშნული საკითხის საჯარო განხილვა? რატომ ხდება ისე, რომ გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ დახურულ რეჟიმში მოისმინეს ქალბატონი მინისტრისა და მისი მოადგილეების  მიერ მიწოდებული ინფორმაცია აღნიშნულ სტანდარტთან და სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით და მან მოიწონა ეს პროექტი. მინდა ვთქვა, რომ პროექტი, სახელმძღვანელო არ არსებობს და რა მოიწონა ვოლსკიმ, უბრალოდ საინტერესოა.

 

სტანდარტი, რომელთან დაკავშირებითაც ვნებათაღელვა არ ცხრება, ჯერ არ არის დასრულებული ფორმის. ის, რაზეც ჩვენ ვდავობთ, არის უკვე ყოფილი ფაქტი, რომელიც მათ არ გაუვიდათ. ეს არის ჩემს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილი მასალა, რომლის მიხედვითაც მიმინოშვილმა გადაამზადა გასულ წელს მასწავლებლების გარკვეული ჯგუფი.

 

საბოლოოდ გასცეს თამარ სანიკიძემ შეკითხვას პასუხი: მისთვის ერთსქესიანთა ურთიერთობების პროპაგანდა მისაღებია თუ მიუღებელი?" - განაცხადა ლორთქიფანიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner