სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდო.
„ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ასეთი ქმედებაზე ფულადი სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა, მხარი მხოლოდ 22-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 9 წევრმა მისცა. შესაბამისად, პროექტი ჩავარდა.
საკანონმდებლო ინიციატივა „რესპუბლიკელ" დეპუტატებს თამარ კორძაიას და თამარ ხიდაშელს ეკუთვნოდათ.
„ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 8 ივნისის სხდომაზე, 60-ხმით დაუჭირა მხარი.