logo_geo
eng_logo
ამირან გიგუაშვილი: ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში ოცამდე ახალი მოწმე გამოჩნდა!
- +

27 ივლისი. 2020. 12:41

 

 

„დაიკითხნენ ძალიან საგულისხმო პირები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მათ დეტალურად ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ მაშინ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უფლებამონაცვლე პირის კონსტანტინე გამსახურდიას ინტერესების დამცველმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

 

ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში ოცამდე ახალი მოწმე დაიკითხა.

 

„ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში დაახლოებით ოცამდე ახალი მოწმე გამოჩნდა, რომლებიც დავკითხეთ!

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დაიკითხნენ ძალიან საგულისხმო პირები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მათ დეტალური ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ მაშინ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე თავიდან დაიკითხნენ  კარლო ღურწკაიას ოჯახის წევრები და კიდევ სხვები, რომლებსაც ის შეკითხვები დავუსვით, რომლითაც წლების განმავლობაში არავინ დაინტერესებულა! ამ საქმეში ძალიან დაგვეხმარა საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომელშიც კონკრეტული ფაქტები იყო მოტანილი“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner