შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.
სოფელ გვიმბალაურში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება, ჯამში 13,5 კილომეტრი. სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 90 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.
დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთრი ძალებით ახორციელებს აგვისტოს თვეში დაასრულებს.