logo_geo
eng_logo
სარფში არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს
- +

27 ივლისი. 2020. 16:05

 

 

საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის კ.ლ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მედიკამენტები (5,8 კგ) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4 700 ლარი შეადგინა.

 

 საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდარღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4700 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner