logo_geo
eng_logo
მამუკა ხაზარაძე: ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე გიორგი კვირიკაშვილს მხარდაჭერას ვუცხადებ!
- +

23 ივნისი. 2016. 14:47


ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე მინდა, პირდაპირი მხარდაჭერა გამოვუცხადო გიორგი კვირიკაშილს", - ამის შესახებ  „თიბისი ჯგუფის" პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბიზნესფორუმზე განაცხადა.


ხაზარაძემ ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კოლეგებს არსებულის დაფასებისკენ და მომავალი განვითარებისთვის ჯანსაღი კრიტიკის გაკეთებისკენ მოუწოდა.


ძალიან მნიშვნელოვანია შევადაროთ, როგორც ინგლისელები ამბობენ: ვაშლი ვაშლს და ატამი ატამს". უნდა ვაღიაროთ და ეს არაერთხელ ითქვა, როდესაც 2012 წელს მარიოტში", იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი შეგვხვდა ბიზნესმენებს, ეს იყო აბსოლუტურად კატასტროფული შეხვედრა. ეს არ იყო ბიზნესთან ლაპარაკი, ეს იყო წითელი დირექტორის" შეხვედრა თავის ქვეშევრდომებთან. ნახევარი დარბაზი იყო ტერორის ქვეშ, ქონება წართმეული. იყო საუბარი, რომ ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ. მაშინვე ვიგრძენი, რომ სულ მალე თავზე დაგვემხობოდაა ყველაფერი. საბედნიეროდ, ეს იყო პირველი და უკანასკნელი შეხვედრა. აქვე მინდა ვთქ იმ რეფორმებზე, რაც კარგი იყო იმიტომ, რომ ყველაფერი ცუდი და ბნელი არ ყოფილა - კარგიც გაკეთდა. ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე, მინდა, პირადად პირდაპირი მხარდაჭერა გამოვუცხადო გიორგი კვირიკაშილს, რომელიც არის ძალიან წესიერი და ძალიან ღრმა მცოდნე ადამიანი. მას მხარი უნდა დავუჭიროთ. ვფიქრობ, ქვეყანას სჭირდება სტაბილური განვითარება, ბიზნესს სჭირდება განვითარება. უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და უნდა მივეჩვიოთ, რომ რაც არ მოგვეწონება, ძალიან ხმამაღლა უნდა ვთქვათ. ხვალინდელ დღეზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. აღარ ხდება ღამე გადაფორმებები და არც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვინმე ამას გვამადლის, არა ლაპარაკია იმაზე, რომ ეს გვახსოვდეს და ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა", - განაცხადა „თიბისი ჯგუფის" პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner