logo_geo
eng_logo
პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსს ბრალდება წარუდგინა
- +

27 ივლისი. 2020. 12:35

 

 

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თ.ღ.-ს და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსს მ.ღ-ს ბრალდება წარუდგინა და მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ  გამოძიებით დადგინდა,  რომ 2020 წლის 26 ივლისს თ.ღ.-მ და მ.ღ.-მ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე, თ.ღ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაზიდეს 34071 ლარის ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 8310 კოლოფი სიგარეტი „Manchester“.  სამართალდამცველებმა აღნიშნული საქონელი  თ.ღ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას  იმავე დღეს ამოიღეს, რის შემდგომ  თ.ღ. და მ.ღ. დააკავეს.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად  6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner