logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ბავშვებში კორონავირუსი შეიძლება დიარეით დაიწყოს
- +

27 ივლისი. 2020. 18:50

 

„ბავშვებში კორონავირუსი შეიძლება დიარეით დაიწყოს, ამიტომ ყველა შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა ფიქსირდება, აუცილებელია, ამბულატორიულ ცენტრებს მიმართოთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვთხოვო, როდესაც ტემპერატურა უფიქსირდებათ, აუცილებლად ამბულატორიულ ცენტრებს მიმართონ. ვიცი, ბევრი თავს იკავებს და თვითმიმართვით არ მიდის ჩვენს ამბულატორიულ ცენტრებში PCR ტესტზე შემოწმებისთვის, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: ზაფხულია, შეიძლება გაცივდით, ამ სეზონზე ხშირია ინტოქსიკაციები, მაგრამ ამ ყველაფრის ქვეშ შეიძლება კოვიდ-ინფექცია იმალებოდეს, ბავშვებში ხშირია კორონავირუსის დიარეით დაწყება. ამიტომ ყველა ამ შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა გვაქვს, ბავშვი იქნება თუ მოზრდილი, აუცილებელია, ამბულატორიულ ცენტრებს მიმართოთ, სადაც მოხდება ნაცხის აღება და შემდეგ PCR ტესტით გამოკვლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner