logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: თავდაცვის უწყებაში არავითარი სპეცუბანი აღარ იქნება
- +

23 ივნისი. 2016. 15:02


თავდაცვის სამინისტროში არ იქნება არანაირი სპეცუბანი", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თინა ხიდაშელის თქმით, ეს არის ყველაზე სწორი, დემოკრატიული და ცივილიზებული ფორმა.


ჩვენ ვიმუშავეთ ყველა უწყებასთან და მივედით შეჯერებულ ვერსიასთან, რომელიც პარლამენტში არის წარდგენილი. თავდაცვის სამინიტროში საერთოდ არ იქნება არანაირი სპეცუბანი და ეს არის ყველაზე სწორი, დემოკრატიული და ცივილიზებული ფორმა, რომელიც ძალიან ბევრი წელია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასეთი პოლიტიკური ნება არ არსებობდა. ერთადერთი გამონაკლი არის ავღანეთი. მე ვფიქრობ, აქ კითხვის ნიშნები არ არის და ამის მიზეზი გასაგებია. სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში მაგალითად, იგივე საავადმყოფოში მყოფ პირებთან დაკავშირებით, იქნება ჩვეულებრივი გადასატანი ყუთის პრინციპი, როგორც ნებისმიერ სამოქალაქო ვითარებაში ხდება, როდესაც ადამიანთან სახლში მიდიან და იქვე აძლევენ ხმას. ამ შემთხვევაში ჰოსპიტალში მივლენ იქ მისცემენ ხმას. სხვა ყველა შემთხვევაში თავდაცვის უწყებაში არავითარი სპეცუბანი აღარ იქნება და ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა, რომელიც არჩევნებამდე უნდა შესრულებულიყო და ჩვენ უზრუნველყავით ამის შესრულება", - განაცხადა ხიდაშელმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner