logo_geo
eng_logo
არჩილ ჩიქოვანმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
- +

27 ივლისი. 2020. 18:57

 

 

ბათუმში, ლეონიძისა და გაგარინის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთსა და გაგარინის ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე დასრულდა სანიაღვრე ჭებისა და მილების მონტაჟი, ასევე ტროტუარის ფილებისა და ბორდიურების მოწყობა.

 

გაგარინის ქუჩაზე დასასრულს უახლოვდება სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები, რის შემდეგაც დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება.

 

სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.

 

პროექტის ღირებულება 1 623 000 ლარს შეადგენს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner