logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: ათიათასობით დეგენერატის ჭკუაზე უნდა ვიარო ვისაც ერთი საქმეც არ გამოუძიებია?!
- +

27 ივლისი. 2020. 21:17

 

 

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“ ჩვენებების შესახებ დამატებით დეტალებს განმარტავს.

 

მირიან ნიკოლაძის თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეჭვმიტანილთა წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ სრულიად გამართლებულია და იგი სხვა რამეს არც ელოდა.

 

„ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, წარმოუდგენელი იყო, რომ სასამართლოს პატიმრობაში არ დაეტოვებინა.“- აცხადებს მირიან ნიკოლაძე. რაც შეეხება ვახტანგ ახვლედიანის ჩვენებას, უცნობ სამ პირთან დაკავშირებით, ნიკოლაძე განმარტავს, რომ ყველა დეტალი იცის და იცის თუ ვინ არის ეს სამი უცნობი პირიც.

 

 

„ამ სამი პიროვნებებიდან ერთი გახლავთ სრულწლოვანი და ეს არის ჩიქოვანი, ხოლო დანარჩენი ორი არასრულწლოვანი. აქედან გამომდინარე მათ ვინაობას არ დავასახელებ. მოხდა გზის გადაკეტვა, სამი მისდევდა, ორმა ადამიანმა წინიდან მოუარა, რომ გასაქანი არ მიეცათ. ყველა მისდევს ფეხით, რაც შეეხება შუქებს, ეს გახლავთ მობილურის ნათებები ე.წ. ფანარი.

 

ის ზღაპრები არ დაიჯეროთ, რომ ამირხანაშვილის ან ახვლედიანის ჩვენებები არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. განსხვავებები არსებობს, თუმცა ეს არის მცირე უზუსტობები, რომელიც არსებით გავლენას არ ახდენს საქმეზე.“- აცხადებს ადვოკატი. 

 

 

ათიათასობით დეგენერატის ჭკუაზე უნდა ვიარო ვისაც ერთი საქმეც არ გამოუძიებია?!  ცოდნით ვიცი ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი, მაგრამ ეს უნდა დავადასტურო მტკიცებულებებით“- აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ ეკა მიშველაძესთან საუბარში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner