„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ეჭვმიტანილები ამაოდ ინარჩუნებენ დუმილის უფლებას.
ეს სტრატეგიული შეცდომაა!
უფრო მეტიც, - ეს აბსურდია!
გიორგი შაქარიშვილის მკვლელები აუცილებლად დაისჯებიან!
ასევე აუცილებლად დაისჯებიან ისინიც, ვინც დანაშაულის დაფარვას ცდილობს!
ამ საქმის სასამართლო განხილვები ნათლად გამოაჩენს როგორც მართლმსაჯულების სისტემის ავ-კარგს, ასევე ჩვენი, საზოგადოების თითოეული წევრის მორალურ ფასეულობებსა და ღირებულებებს!“- წერს მძინარაშვილი.