logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: რა არ იხარშება ზოგიერთი ვითომ ჟურნალისტის ტვინში
- +

27 ივლისი. 2020. 23:03

 

 

 ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ტენდენციური მედიებისა და ჟურნალისტების შესახებ წერს:

 

 

რა არ იხარშება ზოგიერთი ვითომ ჟურნალისტის ტვინში, რას არ გაიგებ ხოლმე ადამიანი, თუმცა როცა საუბარი ისეთ „პიროვნებაზეა“, როგორც გიორგი გაბუნიაა, წესით არ უნდა გაგიკვირდეს. ხომ იცით, რომელ გაბუნიაზე ვსაუბრობ, შარშან რომ პუტინს აგინა, მერე სააკაშვილი გასაღება/მოკვლას რომ უპირებდა, უფრო მანამდე კი უცხოეთის თვალში რუსეთთან მებრძოლი და შეუპოვარი ჟურნალისტის იმიჯის მორგებას... აი, ამ „დიდმა“ ჟურნალისტმა ამჯერად თავისი უნიკალური განათლება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის კანონზე შემოგვთავაზა, ცხადია თავისი ინტერპეტაციით და ნაციონალ-მავნებელთა შეკვეთით, რასაკვირველია.

ნახეთ, რას ამბობს ჯერ კიდევ გუშინ სააკაშვილის მიერ მოსაკლავად და პოლიტიკური მიზნებისათვის შეწირული პროვაკატორი გაბუნია: “როგორც ანაკლიის პროექტი ჩაშალა "ქართულმა ოცნებამ" რუსეთის სასარგებლოდ იმისთვის, რომ ჩვენ არ გვქონოდა წყალზე დამოუკიდებელი კავშირი დასავლეთთან, ახლა იგივეს შვება წყალში. საბოლოოდ ჩვენი დამოუკიდებელი ინტერნეტკავშირის კაბელსაც რუსეთს მოუქცევენ ალბათ ხელში...“ არადა, ანაკლიასთან დაკავშირებით, როგორც მახსოვს, ერთადერთი ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“ იყო, რომელიც საოცარი ოსტატობით ჩაანაცვლეს „ლელოს“ დღევანდელმა ლიდერებმა ყაზახური კომპანიით, რომელსაც სწორედ რუსეთთან ჰქონდა საკმაოდ მჭიდრო კავშირები. სწორედ ასეთი მოულოდნელობის თავიდან აცილების მიზნითაა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის კანონი, რომლის მიხედვიდაც სწორედაც, რომ სახელმწიფოსა და დასავლური ღირებულებების დაცვა და დაზღვევა ხდება. ისე, რაც შეეხება რუსეთისთვის რამის გადაცემას, ყველაზე დიდი უბედურება ალბათ ისაა, რომ ამის თაობაზე საუბრობს იმ პოლიტიკური თუ მავნებლური კლასტერის პროპაგანდის მანქანის ისეთი პროვოკატორი, როგორიც გაბუნიაა... თქვენ კი არ გიყვართ და გინდათ, ამოშალოთ და დაივიწყოთ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% სწორედ თქვენს მიერაა გადაცემული და ხონჩით მირთმეული რუსეთზე, რომელსაც ვითომ გააფთრებით ებრძვით, სინამდვილეში კი ასეთი პარტნიორი, როგორც თქვენი კლასტერია, რუსეთს რელურად არც ჰყოლია!“- აღნიშნავს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner