ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მისამართით გამოთქმულ მორიგ ინფორმაცის უარყოფს და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას აწვდის.
„ნაცმარიონეტის „მთავარი არხის" "პოსტ- ფაქტუმში" ვიხილეთ ფსევდო - ევროატლანტიკოსი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას უშედეგო მცდელობა - აეწია თემა, რომ თითქოსდა საქართველოს მთავრობა არ ერიდება მეგობარ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭებას.
საქმე ეხება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის კანონს, რომლის განმარტებასაც შალიკოს ფანჩატურის დაშლილ - არმოშლილი მედია - მარიონეტი, გიორგი გაბუნია შემდეგნაირად გვთავაზობს - კანონი ხელისუფლებამ აზერბაიჯანული კომპანიის გასაძევებლად შექმნა.
სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიის მორიგი დიდი ტყუილია ის, საქართველოს ხელისუფლება Caucasus Online-ის 49%-ის მეწილე აზერბაიჯანის მოქალაქის, Neqsol Holding-ის დამფუძნებელი ნასიბ ჰასანოვს საქართველოდან აძევებს და წილებს რუსეთს მიყიდის!
ცნობისათვის, Caucasus Online-ის მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს.
ნაცმარიონეტი გაბუნია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მარეგულირებელი კომისიის მეშვეობით, ხდება ზუსტად ის, რაც მოხდა ანაკლიის პორტის შემთხვევაში - როგორც ანაკლიის პროექტი "ჩაშალა" "ქართულმა ოცნებამ" რუსეთის სასარგებლოდ იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას არ ჰქონოდა ზღვით დამოუკიდებელი კავშირი დასავლეთთან, ახლა იგივეს იმეორებს წყლის ქვეშ.
მამუკა ხაზარაძის რამდენჯერმე გადავადებული შეუსრულებელი დაპირები "ანაკლიის კონსორციუმზე" ყველას გვახსოვს.
ე.წ. ბრიტანელი ინვესტორები გახსოვთ ხომ? ყაზახურ-რუსული ოლიგარქიული კავშირებით კრემლთან. ამერიკული "კონტი" ისე გაექცა ხაზარაძეს, რომ საჯარო წერილიც კი არ გამოაქვყენა.
იმის ახნა მსურს, რომ ანაკლიის პორტისა და ინტერნეტ-კაბელის ერთმანეთთან მიბმა მორიგი ბოროტი 'ფეიკია' ნაცოპოზიციისა და მისი ტელევასალებისგან.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კიმისიის ინიციატივით ახლახანს მიღებულმა კანონმა, დასავლელი კოლეგა ანალიტიკოსების ერთსულოვანი შეფასებით, გამორიცხა აზერბაიჯანული კომპანიის კონტროლის ქვეშ მყოფი ჩვენი კაბელის რუსების ხელში მომავალში შესაძლო გადასვლა! ბიზნესს ხომ საკუთარი დღის წესრიგი აქვს.
საქართველომ კომუნიკაციების მთავარი მარეგულირელი კომისიის ხელმძღვანელის, კახა ბექაური სწრაფად განხორციელებული ინიციატივით, სწორედ დასავლეთის ინტერესების დაცვა განახორციელა.
როგორ? იმით, რომ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები აღმოიფხვრა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანით.
ამოიხსნა ჩახლართული, მორიგი ბოროტი მედია-მანიპულაცია, რომელიც ნაცოპოზიციამ საქართველოს, მეგობარ და მეზობელ აზერბაიჯანს და დასავლელ პარტნიორებს აკადრა.
ანტიდასავლური განწყობები კი, გერმანიის და სხვა ევროპული სტრუქტურების კრიტიკოსები შალიკოს დაშლილ-არმოშლილ პოლიტგაუგებრობაში მოიკითხონ!
მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“- წერს აბაშიძე.