logo_geo
eng_logo
დავით გერლიანი-ჩაჩიბაია უკრაინიდან საქართველოში მის გამოგზავნას „ნაციონალური მოძრაობის“ დადგმულ სცენარს უწოდებს
- +

23 ივნისი. 2016. 15:04


ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული დავით გერლიანი-ჩაჩიბაია უკრაინიდან მის საქართველოში გამოგზავნას „ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმულ სცენარს უწოდებს.


როგორც დავით გერლიანის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განაცხადა, რომელიც დაკავებულს დღეს შეხვდა, დავით გერლიანი 2006 წელს „ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დააკავეს, 2013 წელს გათავისუფლდა პატიმრობიდან, რის შემდეგაც საქართველო დატოვა და საცხოვრებლად უკრაინაში გაემგზავრა.


მას აქვს უკრაინის მოქალაქეობა. როგორც გერლიანი აცხადებს, უკრაინაში ერთ-ერთ რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც პოლიცია შევარდა და ყველანი დააკავა. ამ დაკავების ოპერაციას ქართველი ჩინოვნიკი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით გერლიანის გარდა ყველანი გაათავისუფლეს, ის დააკავეს და უთხრეს, რომ ყალბი პასპორტი ჰქონდა. ჩასვეს თვითმფრინავში და გამოუშვეს საქართველოში. როდესაც თბილისის აეროპორტში ჩამოვიდა, იქ რუსთავი 2"- ის გადამღები ჯგუფი დახვდა", - განაცხდა თამარ აბესაძემ.


ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეპორტირებულიც არ არის, რადგან დეპორტაციისთვის საჭირო პროცედურები არ ჩატარებულა. ადვოკატის თქმით, გერლიანი აცხადებს, რომ სცენარი დადგა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ" „რუსთავი 2"-ის დახმარებით, თითქოს საქართველოში „კანონიერი ქურდები" ბრუნდებიან. გერლიანმა ისიც აღნიშნა, რომ ისინი მსგავსი სცენარის გამეორებას სხვა ადამიანებთან მიმართებაშიც გეგმავენ. როგორც გერლიანის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს, რომ „კანონიერი ქურდია". ადვოკატის ინფორმაციით, გერლიანს ბრალს დღეს წაუყენებენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner