პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მაიკ პომპეოსთან სატელეფონო საუბრის შესახებ Twitter-ზე წერს.
„სასიამოვნო იყო სახელმწიფო მდივან პომპეოსთან საუბარი აშშ-ისა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობასა და ახალ სფეროებში თანამშრომლობაზე. მადლობა გადავუხადე ჩვენი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის და ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და ამ შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი“, - წერს გიორგი გახარია.