პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან სატელეფონო საუბრისას ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდას საქართველოს პარლამენტში და ასევე - პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესში.
გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს პარლამენტმა ასევე გაითვალისწინა ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ელჩ კელი დეგნანის ჩართულობის როლს ამ პროცესში და აღნიშნა, რომ დიპლომატს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბრისას მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.