logo_geo
eng_logo
A ჯგუფი - 1/8-ფინალში ფავორიტები გავიდნენ
- +

23 ივნისი. 2016. 15:37


ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და უკვე ცნობილია, თუ რომელი გუნდები იასპარეზებენ 1/8-ფინალურ ეტაპზე. A ჯგუფმა დიდი სიურპრიზების გარეშე ჩაიარა და მომდევნო ეტაპზე ფავორიტები გავიდნენ.

ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით საფრანგეთმა დაიკავა, რომელმაც პირველ მატჩში რუმინეთი 2:1 დაამარცხა, შემდეგ ალბანეთს 2:0 სძლია და ბოლო ტურში შვეიცარიასთან ნულოვან ფრეს დასჯერდა. ფრანგები უპირობოდ ინარჩუნებენ ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტის სტატუსს.

მეორე ადგილს შვეიცარიას დასჯერდა, რომელმაც ალბანეთზე გამარჯვების შემდეგ - 1:0, რუმინეთთან 1:1 ითამაშა, ბოლო კი ლიდერ საფრანგეთთან ნულოვან ფრეს დასჯერდა. საფეხბურთო ექსპერტთა და გულშემატკივართა უმრავლესობა სწორედ შვეიცარიელებს მოიაზრებდa ჯგუფში მეორე ადგილზე გამსვლელად

ერთადერთი სიურპრიზი ამ ჯგუფში ის გახლდათ, რომ ბოლო ტურში რუმინეთი ალბანეთთან მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდა და ალბანეთმა, 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, რუმინეთმა კი - 1 ქულით, ბოლო ადგილი. მიუხედავად ამისა, ალბანეთის გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ 6-დან საუკეთესო 4 მესამეადგილოსანს შორის აღმოჩენილიყო და ამგვარად, ალბანეთი რუმინეთთან ერთად დაემშვიდობა ტურნირს.

ჯგუფის წარმატებით დაძლევის შემდეგ, 1/8-ფინალში საფრანგეთს ირლანდიასTan მოუწევს ბრძოლა, შვეიცარია კი პოლონეთს დაუპირისპირდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner