logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინა წლის ბოლომდე მზად იქნება
- +

28 ივლისი. 2020. 11:15

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე მზად იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კაროლინაში სტუმრობისას განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

„მე ბევრი პოზიტიური ინფორმაცია მოვისმინე. ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ, რათა წლის ბოლომდე ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნა შევძლოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

 

მისივე თქმით, ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება როგორც ამერიკელებისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.

 

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კაროლინაში ვიზიტის დროს ტრამპს პირბადე ეკეთა და მოქალაქეებს მოუწოდა, სოციალური დისტანცია დაიცვან.

 

„ატარეთ პირბადე, როდესაც ეს მიზანშეწონილია“, – განაცხადა ტრამპმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა გუბერნატორებს, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნან.

 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა და COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner