logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: როგორ გგონიათ, ჩვენ წავედით და ვიყიდეთ მატარებელი, რომელიც გვირაბში არ ეტევა?!
- +

23 ივნისი. 2016. 15:38


ეკონომიკის მინისტრი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს, 40 მლნ ევროდ შეძენილი ორსართულიანი მატარებელი არც ერთ გვირაბში არ ეტევა.


ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს რკინიგზასთან ტექნიკური შესაბამისობა სრულად შემოწმებულია და პრობლემა არ არსებობს.


მატარებლები, რომლებიც საქართველოს რკინიგზამ" შეიძინა, ძალიან მაღალი ხარისხისა და კლასის არის. ასეთი მატარებლები ჩვენ არ გვყოლია. ტექნიკური შესაბამისობა ჩვენს რკინიგზასთან სრულად შემოწმებულია და მოლაპარაკებები, მათ შორის ტექნიკურ დონეზე, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა.

 

შესყიდვა არ ხდება ისე, თუ არ არის ტექნიკურ შესაბამისობაში და ტექნიკურ ნაწილში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა.

 

დეტალური საბუთების მიხედვით იყო გადაწყვეტილება მიღებული და ამ მატარებლების სხვა შემთხვევაში ყიდვის დროს, ჩვენ სადღაც 4-5 მლნ დოლარით მეტის გადახდა მოგვიწევდა, რაც დღეს დავზოგეთ. ეს არის შიდა ტურიზმის განვითარებისთვის. ვიმედოვნებ, თქვენც იმგზავრებთ ამ მატარებლით.

 

რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა მზადაა. როგორ გგონიათ, ჩვენ წავედით და ვიყიდეთ მატარებელი, რომელიც გვირაბში არ ეტევა?! ასეთი რამ შეიძლება იკითხო?" - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner