საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების საირხისა და კალვათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა. ამ დროისთვის რეაბილიტირებულია გზის 500 მეტრამდე მონაკვეთი. აღნიშნული გზის კეთილმოწყობის გაგრძელება მომავალ წელს იგეგმება.
ახალდაგებული გზა მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა, თანმხლებ პირებთან ერთად, მოინახულეს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.