logo_geo
eng_logo
საჩხერის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
- +

28 ივლისი. 2020. 12:21

 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების საირხისა და კალვათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა. ამ დროისთვის რეაბილიტირებულია გზის 500 მეტრამდე მონაკვეთი. აღნიშნული გზის კეთილმოწყობის გაგრძელება მომავალ წელს იგეგმება.

 

ახალდაგებული გზა მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა, თანმხლებ პირებთან ერთად,  მოინახულეს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner