logo_geo
eng_logo
სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
- +

28 ივლისი. 2020. 12:57

 

 

 

27–28 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ ზუგდიდში, 24 საათიან რეჟიმში განხორცილებული მონიტორინგის შედეგად, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის (790 კოლოფი უაქციზო სიგარეტი) ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ საქონელი. ერთ შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner