„ევროპის ზოგიერთ ნაწილში COVID-19-ის პანდემიის მეორე ტალღის ნიშნებია“, – ასე განმარტა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მთვარობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობამ რეკომენდაცია მიიღო, თავი შეიკავონ ესპანეთში გამგზავრებისგან, ესპანეთიდან დაბრუნებული ადამიანები კი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
„რაც უნდა გავაკეთოთ, არის გადამწყვეტი და სწრაფი რეაგირება იმ რეგიონთან დაკავშირებით, სადაც ვფიქრობთ, რისკი კვლავ იმატებს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეების გადასაწყვეტია, გარისკავენ თუ არა ასეთ ვითარებაში.