logo_geo
eng_logo
ბაშარ ალ-ასადი: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ზავის დაცვის მიზნით
- +

1 მარტი. 2016. 17:01



სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადმა გერმანულ ტელეკომპანია „ARD"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს სამშვიდობო ზავის დაცვის მიზნით.



ასადის განცხადებით, სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფაა, ხოლო სამშვიდობო ზავი სირიისთვის „იმედის სხივია".



სირიაში სამშვიდობო ზავი ძალაში 27 თებერვალს შევიდა და სირიის სამთავრობო არმიასა და ე.წ. ზომიერ ოპოზიციას შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. აღნიშნული შეთანხმება არ ვრცელდება „ისლამურ სახელმწიფოსა" და „ჯაბჰათ ალ-ნუსრაზე".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner