logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: მხარს არ ვუჭერ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს
- +

23 ივნისი. 2016. 15:51


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს მხარს არ უჭერს.


ზოგადად მე არ ვუჭერ მხარს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს. ჩემ აზრით, არ შეიძლება ამ ინსტიტუტმა გაამართლოს ისეთ მცირერიცხოვან ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ. ნაფიცი მსაჯულების პოზიცია, რაც არ უნდა იყოს ის, ბოლომდე ობიექტური ვერ იქნება, პროფესიული ნიშანი ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი არ არის. ძალიან ძნელია საქართველოში 12 ადამიანის პოვნა, რომელიც მსჯავრდებულთან არ იქნება არანაირ კავშირში. მე მაინც მგონია, რომ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი ისეთ ქვეყნებში შეიძლება არსებობდეს, სადაც ბევრი მოსახლეობაა, სადაც უფორ მეტია ალბათობა იმის, რომ ობიექტურ და ნეიტრალურ ადამიანები იქნებიან შემადგენლობაში. საქართველოში, მგონია, რომ ეს რთული გასაკეთებელი იქნება. თუმცა ეს კონსტიტუცით განსაზღვრულია და ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ამაზეც უნდა ვიფიქროთ", -განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 



პარლამენტში დღეს მეორე მოსმენით „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებებს განიხილავენ. ინციატივა, რომელიც საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ მთელ რიგ რეგულაციებს შეეხება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner