logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთში რუსეთის მოკავშირე და პარტნიორი სომეხი ერია
- +

28 ივლისი. 2020. 17:55

 

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომეხი ერი რუსეთის მოკავშირე და პარტნიორია.

 

„რუსეთში უნდა ესმოდეთ, რომ სომხეთში რუსეთის მოკავშირე და პარტნიორი არა ფაშინიანი, პეტროსიანი, პოგოსიანი, სარგსიანი და ქოჩარიანია, არამედ სომეხი ერია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ტელეარხ РБК-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მოღვაწე თავს რუსეთის ერთპიროვნულ მოკავშირედ წარმოაჩენდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner