logo_geo
eng_logo
მარტვილში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
- +

28 ივლისი. 2020. 18:13

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრში,  „გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე!“ აქციის ფარგლებში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

 

აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს საჯარო მოხელეები,  სხვადასხვა უწყების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვნენ. აქციის მიმდინარეობის პროცესს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა გაეცნო.

 

აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების  სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.

 

უანგარო დონაციის აქცია შპს „სისხლის ბანკის“ ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner